უხვგოლიან შეხვედრაში პატრულმა იმარჯვა!
ყველა სიახლესუპერლიგის მესამე ტური პატრულისა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირებით დაიწყო.
უხვგოლიანი შეხვედრა პატრულის გამარჯვებით 6:4 დასრულდა. პირველ ტაიმში „ძალოვნებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლებიდან ათ წუთში RS-მა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ირაკლი ქარჩავამ და რევაზ ინჯგიამ გაიფორმეს. ორი გოლია, მათი მოწინააღმდეგის, ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ირალი სიხარულიძე, RS: “გასული მატჩების შემდეგ ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ძირითად შემადგენლობაში ოთხი კაცი გვაკლდა. მე თვითონაც პირველად ვითამაშე მწვრთნელის რანგში. კარგია, რომ ბრძოლით წავაგეთ და არა მშრალი ანგარიშით. მომავალ შეხვედრებში ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენი გუნდისთვის სამჯერ ზედიზედ წაგება ძალიან ცუდი შედეგია.“
რევაზ ინჯგია, პატრული: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია. სრული მობილიზაცია გვქონდა ამ თამაშისთვის. ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უფრო მეტი ვიმოძრავეთ. ასევე, გამოვიყენეთ მომენტები. შეგვეძლო უფრო დიდი ანაგარიშითაც მოგვეგო, მაგრამ მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. ცოტა მოვეშვით და კინაღამ გაგვითანაბრეს. საბოლოოდ მოვახერხეთ თამაშის დალაგება და გავიმარჯვეთ კიდეც.
ტურის სხვა დაპირისპირებაში არმია მაესტროს ხვდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი კი პსპ-ს გაეჯიბრება.