ოქროს ლიგაში ყველა გუნდს თანაბარი ქულა აქვს!

ყველა სიახლე
24 ნოემბერი 2019

ოქროს ლიგაში ყველა გუნდს თანაბარი ქულა აქვს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინაროებს.

ოქროს ლიგის მესამე ტურში ნატახტარი აჭარაბეთს დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. „ბუკმეიკერები“ მეცხრე წუთზე ბექა უგრეხელიძემ დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში გიორგი ყაზარაშვილმა წონასწორობა აღადგინა. გიორგი სეფერთელაძის გოლმა ნატახტარს გამარჯვება მოუტანა და სატურნირო ცხრილში სხვა გუნდების მსგავსად მათაც სამი ქულა აქვთ.

სათამაშო დღის სასტარტო მატჩი მეიჯერელსა და ენერგო-პროს შორის გაიმართა. გრიგოლ გიორგობიანის ერთი გოლითა და ნუკრი გელაშვილის დუბლით ენერგო-პრომ მეტოქე მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

დღის დარჩენილ თამაშებში ერთმანეთს სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან. პატრული შემოსავლების სამსახურს შეხვდება, არმია მაესტროს გაეჯიბრება, თბილისის სატრანპორტო კომპანია კი პსპ-ს.



  © SBM, 2016-2024