ვერცხლის ლიგას საქართველოს ბანკი ერთპიროვნულად ლიდერობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეორე ტურის შეხვედრებით დასრულდა.
დასკვნით მატჩში ერთამნეთს ევროპაბეთი და ლიბერთი ბანკი დაუპირისპირდნენ. „ბუკმეიკერებმა“ უპირატესობა მიხეილ ლობჟანიძისა და გიროგი ლუკავას გოლებით მოიპოვეს. ერთი ბურთის გაქვითვა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გიორგი ვეშაგურმა მოახერხა და მატჩი 2:1 დამთავრდა.
ტურის სხვა შეხვედრაში საქართველოს ბანკმა ავერსს 2:1 სძლია. დავით ცხონდიასა და ირაკლი გამყრელიძის გოლებს „ფარმაცევტების“ რიგებიდან ანზორ ნადირაძემ უპასუხა.
საქართველოს ელექტროსისტემის გუნდი ჰუავეის დაუპირისპირდა. მატჩის მეორე წუთზე ჰუავეი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში დაკარგა და საბოლოოდ 3:1 დამარცხდა.
Sbm.ge გთავაზოვთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: „პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ლიბერთი ბანკთან გამართული ყველა მატჩი დაძაბულია. ურთიერთშეხვედრებში თითქმის ერთნაირი შედეგი გვაქვს. დღეს მეტი მონდომებით და მოტივაციით ვთამაშობდით და ალბათ ამის ხარჯზე მოვიგეთ. თანაბარი ძალები იყო, ორივე გუნდს გვქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ მეტად გამოვიყენეთ.“
24 ნოემბერს გულშემატკივარი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროსა და სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრებს იხილავს.