CAI-მ გამარჯვება ბოლო წამზე მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 ნოემბერი 2019

CAI-მ გამარჯვება ბოლო წამზე მოიპოვა!

ვერცხლის ლიგის მეორე ტური დაძაბული შეხვედრით დაიწყო.

კავკასიის ავტოიმპორტისა და ICR-ის დრამატული დაპირისპირება CAI-ს ბოლო წამზე მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა (2:1). მატჩის პირველმა ნახევარმა მშრალი ანგარიშით ჩაიარა. თამაშის განახლებისთანავე კოკი ბაქრაძემ ICR წინ გაიყვანა, თუმცა გიორგი მაჩხანელმა წონასწორობის აღდგენა შეძლო. ლაშა ჯოხაძემ უკანასკნელი შეტევა შედეგიანად გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სანახაობრივი გამოდგა ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა. მეიჯერელმა ბოლო წამზე შეძლო მტკვარი-ენერჯისთვის ანგარიშის გათანაბრება და მატჩი საბოლოოდ 3:3 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კოკი ბაქრაძე, ICR: “ძალიან დასანანი თამაში იყო. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. დაძაბულობა თავიდანვე იგრძნობოდა. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბოლო წამზე ჩვენივე შეცდომის გამო ვაგებთ. ასეთ დროს ყველა მოგებაზე ფიქრობს და ჩვენც ასე ვიყავით, რის გამოც ვიჩქარეთ და მოწინააღმდეგემ ეს გამოიყენა. ვულოცავ ამ გამარჯვებას და იმედია პლეი ოფში მოგვეცემა გამოსწორების საშუალება. ბევრი სამუშაო გვაქვს. შეგვიძლია მომატება, მაგრამ ამისთვის სათანადოდ უნდა ვივარჯიშოთ.  მომავალ თამაშებში მეტად წარმოვაჩენთ ჩვენს შესაძლებლობებს.“

ალექსანდრე ბესელია, CAI: „დღევანდელი შეხვედრის მოგების მთავარი მოტივაცია გასული თამაში იყო. ძალიან ცუდად წავაგეთ და ახლა მეტად მონდომებულები ვიყავით. მოწინააღმდეგე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. საბოლოო ჯამში, გაგვიმართლა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დაძაბულ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. შარშან საკვალიფიკაციო ლიგა მოვიგეთ და წელსაც მთავარი მიზანი ჩემპიონობაა.“

დღის დარჩენილ შეხვედრებში საქართველოს ელექტორსისტემა ჰუავეის დაუპირისპირდება. საქართველოს ბანკი - ავერსს, ხოლო ევროპაბეთი ლიბერთი ბანკს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024