ბაქსვუდმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა!
ყველა სიახლეთბილსის ოლიმსპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს.
ბაქსვუდისა და ბეთლაივის დაპირისპირებაში, ბაქსვუდმა დამაჯერებელი ანაგრიშით 4:0 იმარჯვა. გუნდი მეორე წუთზე გიორგი ვაშაკიძემ დააწინაურა. თამაშის დარულებამდე კი ჰეთრიკი თენგიზ უგრეხელიძემ გაიფორმა. ამ შედეგით, ბაქსვუდმა ენერგო-პროს გადაასწრო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ტურის სხვა შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯიამ ბანკი ქართუს 2:0 სძლია. გოლები სანდრო ხუციშვილმა და თორნიკე მახარაშვილმა გაიტანეს.
სასტარტო მატჩში ნაბეღლავმა ენერგო-პრო მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. გიორგი გოგუაძის გოლს გივი ნაკანმა უპასუხა. გამარჯვების ბურთი ნიკა ჩალაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ბეთლაივი სუსტი მეტოქე იყო. საინტერესო და ლაღი თამაში შემოგვთავაზეს. ახალგაზრდა ბიჭებით არიან დაკომპლექტებული და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. უკვე მეხუთე სეზონია, რაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობთ - ამ გამოცდილებისა და საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით დღეს გამარჯვება შევძელით. წლევანდელ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. ვეცდებით, რომ ფინალში ვიასპარეზოთ.“
ბრინჯაოს ლიგაში მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა მტკვარი-ენერჯისა და მეიჯერელს შორის შედგება. დღის ბოლომდე კი ვერცხლის ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება.