სფფ-მ ოქროს ლიგა "ბუკმეიკერებთან" მოგებით დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი თამაშები მიმდინარეობს.
სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ოქროს ლიგის გუნდები, აჭარაბეთი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ. სფფ-მ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. „ბუკმეიკერებმა“ ერთი ბურთი თამაშის განახლებიდან მალევე გაქვითეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და 2:1 დამარცხდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი რევაზიშვილი, სფფ: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშვნო, რომ ჩვენი გუნდი სულ რაღაც ორი დღეა რაც შეიკრიბა. სეზონის სასტარტო შეხვედრაც ცოტა მძიმედ დავიწყეთ. სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება სათადარიგო სკამს, დღევანდელ მატჩში გუნდის ძირითადი ბირთვი ვიყავით წარმოდგენილი და სავარაუდოდ მომავალშიც არ გვექნება თამაშისას ცვლილებების დიდი ფუფუნება. შემდეგ დაპირისპირებებში მეტად მობილიზირებულები და კონცენტრირებულები ვიქნებით. ვფიქრობ, წელს უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
დღის განმავლობაში ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.