პატრულმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრით დასრულდა. ავერსმა და ევროპაბეთმა ქულები გაიყვეს (1:1). მიხეილ ლობჟანიძის გოლს "ფარმცევტების" რიგებიდან ანზორ ნადირაძემ უპასუხა.
სუპერლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში საპატრულო პოლიციის გუნდი პსპ-ს დაუპირისპირდა. დაძაბულ მატჩში პირველი გოლი პატრულის მოთამაშემ, ოთარ კუხალეიშვილმა გაიტანა. თამაშის მიწურულს საბოლოო ანგარიში თემურ რაქვიაშვილმა დააფიქსირა და „ფარმაცევტები“ 2:0 დამარცხდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „რთული სეზონი გველის. უფრო მეტი კარგად მომზადებული გუნდია წელს. პატრული ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა და მათთან თამაში ყოველთვის რთულია. მოლოდინიც გამართლდა. გაგვიჭირდა, დავმარცხდით. რაც მთავარია, ბრძოლა იყო და კარგი თამაში. ასე თუ ისე, თანაბარი მატჩი იყო, თუმცა რაღაც მომენტებში მოწინააღმდეგეს უფრო გაუმართლა. მეტად მოტივირებულები და მომზადებულები იყვნენ, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.“
იარაკლი ქარჩავა, პატრული: „ვფიქრობ, პსპ ყველაზე გამოცდილი გუნდია სუპერლიგაში. ძალიან კარგი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული. სწორ ფეხბურთს თამაშობენ და საკმაოდ ძლიერები არიან. დღეს, შეიძლება ითქვას, კონტრშეტევების ხარჯზე მოვიგეთ, რომელთა მიმდინარეობაც სწრაფი იყო. უფრო დაცვითი სტილით ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო.“
17 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.