მაესტრომ სფფ-ს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
დაძაბული გამოდგა მაესტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირება. მატჩში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. მაესტრომ ოცდამეთვრამეტე წუთზე წინ გასვლა მოახერხა და თამაშის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გაიტანა. შეხვედრა საბოლოოდ 5:2 მაესტროს გამარჯვებით დასრულდა.
ტურის სხვა შეხვედრაში შარშანდელი ოქროს ლიგის ფინალი განმეორდა. შემოსავლების სამსახური არმიას დაუპირისპირდა. შედეგი კვლავ უცვლელი დარჩა. „ძალოვნებმა“ 3:1 იმარჯვეს. მინდია კოპალეიშვილი გუნდს ორი ბურთით დაეხმარა. RS-ის რიგებიდან ერთი გოლი იასონ ხუნდაძის ანგარიშზეა.
საქართველოს ფოსტამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს 4:1 სძლია. Geo posta-ს რიგებიდან დუბლი გიორგი ღონღაძემ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
მერაბ სიმონიშვილი, მაესტრო: „როგორც გამოჩნდა, თავიდანვე დაძაბულობა იყო. პირველი გოლი ჩვენს კარში მივიღეთ, რაც შეცდომის ხარჯზე მოხდა, თუმცა მოვახერხეთ კონცენტრირება და ანგარიში მალევე გავუთანაბრეთ. მოწინააღმდეგე გუნდს სათადარიგო შემადგენლობა არ ჰყავდა. ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, პრესინგზე ვითამაშეთ, რამაც გაამართლა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და მადლობა ყველას ასეთი ატმოსფეროსთვის.“
იასონ ხუნდაძე, RS: “მატჩის შედეგით თუ ვიმსჯელებთ,ძველი გამოცდილება ჩვენს სასარგებლოდ ვერ გამოვიყენეთ. ისეთი გოლები გავუშვით, რომლებიც ჩვენი შეცდომის შედეგი იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო. ამ ყველაფერმა აგვრია და ვეღარ მოვახერხეთ კონცენტრირება. ვეცდებით მომავალში გამოვასწორორთ დაშვებეული შეცდომები.“
გიგა ბერაია, არმია: „ძალიან კარგი თამაში იყო. როცა შემოსავლების სამსახურს ვხვდბით, ყოველთვის დაძაბული მატჩი გამოდის. საბედნიეროდ, ისევ მოვახერხეთ მათუ დამარცხება, რაც მარტივი არ არის. ჩვენი მომზადება სისტემატიურია, რაც ხელს გვიწყობს გამარჯვებაში. ოქროს ლიგაში შარშანდელი გამოსვლა წარმატებით დავასრულეთ და იმედია სუპერლიგაშიც ასევე მოხდება.“
სუპერლიგის დარჩენილ შეხვედრაში პსპ პატრულს ხვდება. სათამაშო დღეს კი, ვერცხლის ლიგის პირველი ტურის დასკვნითი წყვილი, ავერსი - ევროპაბეთი, დაასრულებს.