პირველი ტურის შემდეგ ბრინჯაოს ლიგას ენერგო-პრო ლიდერობს!
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგის პირველი ტურის შეხვედრები ენერგო-პროსა და ქართუ ბანკის დაპირისპირებით დასრულდა. ენერგო-პრომ მეტოქე 6:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი გრიგოლ გიორგობიანის ანგარიშზეა. ერთადერთი საპასუხო გოლი შეხვედრაში იაკობ გოგოლაძემ გაიტანა.
ბაქსვუდმა მეიჯერელს ორბურთიანი უპირატესობით, ანგარიშით 3:1 სძლია. დაძაბულ მატჩში თენგიზ უგრეხელიძემ დუბლი პირველივე ტაიმში გაიფორმა. უპირატესობა სამამდე ალიკ სარქისიანმა გაზრდა. ერთი გოლის გაქვითვა კი, ნიკოლოზ თბილელმა შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გივი ნაკანი, ენერგო-პრო:„ძალიან კმაყოფილები ვართ პირველი შეხვედრით. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს. სტაბილურად ვემზადებოდით ახალი სეზონისთვის და შემდეგ თამაშებშიც ვიმედოვნებთ, წარმატებას მივაღწევთ. როგორც გავიგეთ, ჩვენს მეტოქეს არ აქვს გამოცდილება და ალბათ ამიტომაც, დღეს ჩვენი უპირატესობები განსაკუთრებით გაოიკვეთა.“
ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „რთული გადაწყვეტილება იყო ოქროს ლიგიდან ბრინჯაოში გადმოსვლა. ბევრი თანამშრომელი წავიდა და ახლები მივიღეთ, შესაბამისად, გუნდის გადახალისებაც მოგვიწია. პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ახალი სეზონისგან, როგორც ყოველთვის. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით SBM-ს ამ ტურნირის ორგანიზებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა თანამშრომლების კეთილგანწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავება. ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გვსურს გამოვიყენოთ და ბრინჯაოს ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ. დღევანდელ მეტოქესთან რამდენიმე ამხანაგური თამაში გვქონდა. მათი პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა და წარმატებებს ვუსურვებ.“
ოქროს ლიგის შეხვედრაში ნატახტარი ვითიბის უპირისპირდება. კროკობეთის მეტოქე კი, ბეთლაივი იქნება. დღის განმავლობაში გაიმართება სუპერლიგის მატჩებიც.