ლიბერთი ბანკმა და GSE-მ ქულები გაიყვეს!
ყველა სიახლეთბილსის ოლიმპიურ სასხლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარებს.
სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ლიბერთი ბანკი და სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი დაუპირისპირდნენ. ვერცხლის ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ვლდაიმერ ფოფხაძემ მეათე წუთზე GSE წინ გაიყვანა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხეს და გიორგი ვეშაგურმა „ბანკირებს“ ქულა შეუნარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გოჩა გიორგანაშვილი, GSE: “ შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის ფინალისტები ვართ და მინიმუმ იმავე შედეგის განმეორებას ყველანაირად ვეცდებით. მოწინააღმდეგეს თამაშის მხრივ არ ჩამოვრჩით და ფრე, ვფიქრობ, ლოგიკური შედეგი იყო.“
ავთო ვერულეიშვილი, ლიბერთი ბანკი: „წლევანდელი სეზონის პირველი მატჩი იყო და ბევრი შეცდომაც დავუშვით. მათ გამოსასწორებლად ბევრს ვივარჯიშებთ. იმედია მომდევნო შეხვედრებში კიდევ უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. მეტოქემ კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია. ორივეს ჩვენი უპირატესობები გვქონდა. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო.“
ვერცხლის ლიგის პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრა, ავერსსა და ევროპაბეთს შორის, დღის ბოლოს გაიმართება. მანამდე კი, გულშემატკივარი ბრინჯაოს, ოქროსა და სუპერლიგის მატჩებს იხილავს.