„ბანკირებმა“ პირველი სამი ქულა CAI-სთან მოიპოვეს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. ვერცხლის ლიგის მეორე მატჩში ერთმანეთს შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი, საქართველოს ბანკი და საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული კავკასიის ავტოიმპორტი დაუპირისპირდნენ.
„ბანკირებმა“ დავით წინწკალაძის გოლით უპირატესობა მეთხუთმეტე წუთზე მოიპოვეს. გაშვებულ ბურთს, მალევე ავტოგოლიც მოჰყვა. CAI-მ მცდელობების მიუხედავად სხვაობის შემცირება ვერ შეძლო. თამაშის დასრულებამდე კი, ირაკლი გამყრელიძემ ანგარიში სამამდე გაზარდა და მატჩს წერტილი დაუსვა. ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონმა საბოლოოდ 3:0 იმარჯვა.
პირველი შეხვედრა გაიმართა ბრინჯაოს ლიგაში. ერთმანეთს ნაბეღლავი და მტკვარი-ენერჯი შეხვდნენ. ნაბეღლავმა ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად წონასწორობა აღადგინა და ეტოქე 3:2 დაამარცხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლაშა ჯოხაძე, CAI: “ჩვენდა სამწუხაროდ, სეზონი ცუდად დავიწყეთ. დაძაბულ თამაშში დავმარცხდით. არ ველოდით ამ შედეგს და ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი ეს იყო - მეტოქე არ დავაფასეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ლიგის ჩემპიონობაა და ამისთვის უფრო ინტენსიურად ვივარჯიშებთ, რათა მაღალ შედეგს მივაღწიოთ.“
გიორგი ცაგარეიშვილი, BOG: “ჩვენი მეტოქე ვერცხლის ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მიგვაჩნია. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულფასოვნად ვერ დავიწყეთ ვარჯიში, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ფაქტორში ვაჯობეთ კავკასიის ავტოიმპორტს. თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვიმართლა.“
დღეს ოქროს ლიგა სტარტს ვითიბი-სა და კროკობეთის დაპირისპირებით აიღებს. გულშემატკივარი ასევე იხილავს სუპერლიგის პირველი ტურის მატჩებს.