ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ჰუავეის გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2019

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ჰუავეის გამარჯვებით დაიწყო!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონი ვერცხლის ლიგის შეხვედრით დაიწყო. ერთმანეთს ჰუავეი და ICR დაუპირისპირდნენ და ტურის პირველ შეხვედრაში გამარჯვება ჰუავეიმ მოიპოვა.

მატჩის პირველი ნახევარი ICR-ს უპირატესობით წარიმართა. გუნდის დაწინაურება ოთარ ჭალიძემ შეძლო, თუმცა თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ერთბურთიანი უპირატესობა ავტოგოლით აღმოიფხვრა, რასაც მალევე თორნიკე ბარამიძისა და ლაშა ჯანელიძის გოლები მოჰყვა. ჰუავეიმ, საბოლოოდ, სეზონის სასტარტო შეხვედრაში 3:1 იმარჯვა.

ოთარ ჭალიძე, ICR: “სეზონის პირველი თამაში აქამდე უცნობ გუნდთან მოგვიწია. ვერ დავაფასეთ შესაბამისად. დანაკლისიც გვქონდა. ალბათ ნაადრევად დავიჯერეთ, რომ მატჩი მოვიგეთ. ბოლო წუთებზე ჩავარდნა გვქონდა, რაც შედეგზე აისახა. მთელი ჩემპიონატი წინაა და უფრო მობილიზირებულები ვიქნებით.“

ზურაბ გოგიჩაიშვილი, ჰუავეი: „დაძაბული თამაში იყო. ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა თამაში. დებიუტანტები ვართ ვერცხლის ლიგაში და ჩვენთვის სიახლეა ეს ყველაფერი. შესაბამისად ვემზადებოდით და გვსურს წარმეტებას მივაღწიოთ. პირველი შეხვედრა ყოველთვის უფრო რთულია, რადგან ფსიქოლოგიურად სხვა ფაქტორია. მომავალში უფრო მშვიდად და დალაგებულად ვიასპარეზებთ.“

ვერცხლის ლიგის მეორე შეხვედრაში საქართველოს ბანკი კავკასიის ავტოიმპორტის გუნდს დაუპირისპირდება. დღეს ასევე, ბრინჯაოს, ოქროსა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024