"... ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სოციალური პროექტიცაა" - ზაალ ჩიტალაძე

ყველა სიახლე
01 ნოემბერი 2019

სპორტული სააგენტო SBM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონს ხვალ, 3 ნოემბერს იწყებს. მატჩებს, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

პირველ სათამაშო დღეს ოქროს ლიგაში ვითიბი - კროკობეთს, აჭარაბეთი კი, სფფ-ს დაუპირისპირდება. ვერცხლის ლიგაში საქართველოს ბანკი - კავკასიის ავტოიმპორტს და ჰუავეი - ICR-ს შეხვედება. სუპერლიგის გულშემატკივარი პსპ - შემოსავლების სამსახურის, პატრული - საქართველოს ფოსტას, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მაესტროს და სფფ - არმია-ს მატჩებს იხილავს. ბრინჯაოს ლიგაში ნაბეღლავი მტკვარი-ენერჯის, ხოლო ბეთლაივი დიპლომატ ჯორჯიას გაეჯიბრება.
 
sbm.ge სპორტული სააგენტოს დირექტორს გაესაუბრა:

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ს დირექტორი: "მინდა მოგილოცოთ  მე-12 ლიგის სტარტი! მიზეზი ჩემპიონატის სტაბილური განვითარებისა არის, ყველა მონაწილე და პარტნიორი კომპანიის აქტიური ჩართულობა ლიგის თორმეტწლიანი ისტორიის მანძილზე. ჩვენ ერთად ვქმნით არა მარტო სპორტულ ღონისძიებას,  რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და კორპორატიული სულისკვეთების გაღრმავებას , არამედ ცოტა უფრო მეტსაც - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სოციალური პროექტიცაა. მასში მონაწილეობასა და ჩართულობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩვენი გუნდი ეცდება,  რომ  ყველა ეს დადებითი მხარე უფრო მეტად წარმოაჩინოს. ლიგა არის ურთიერთობა,  ლიგა არის მეგობრობა. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს ჩემპიონატის მხარდაჭერისთვის, ეს ნდობაა და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. SBM-ის გუნდი ყოველ შემდგომ სეზონს უფრო წარმატებულს და ნაყოფიერს გპირდებათ!"



  © SBM, 2016-2024