SBM და უნიქარდი ლიგის მონაწილეებს ექსკლუზიურ პროდუქტს შესთავაზებს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. რიგით მეთორმეტე სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.
სპორტული სააგენტო SBM და უნიქარდი, ლიგის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს ექსკლუზიურ ბარათს, სადაც მოთამაშეებს, მათ მიერ კონკრეტულ მატჩში გატანილი გოლის ან საგოლე პასის შედეგად გამომუშავებული ბონუსები დაერიცხებათ, რომლის განაღდებაც ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA”-ს ნებისმიერ მაღაზიაში შეეძლებათ. გარდა ამისა ამ ბარათის მფლობელები, JOMA-ს პროდუქციის შეძენისას, საწყისი 12%-იანი ფასდაკლებით და ფასდაკლების ზრდის სისტემით ისარგებლებენ. აღნიშნული ბარათი დამატებით აღჭურვილი იქნება უნიქარდის ბარათის ყველა ფუნქციით.
Sbm.ge უნიქარდის წარმომადგენელს გაესაუბრა:
ინა სულაბერიძე, უნიქარდის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტმანეტის ხელმძღვანელი: „აღნიშნული პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტია, ვინაიდან შესაძლებლობა მოგვეცა სხვა ტიპის პროდუქტი გამოგვეშვა. სიახლეა უნიქარდისთვის იყოს სპორტული სეგმენტის ერთ-ერთი მასტიმულირებელი წყარო. ჩვენთვის SBM საკმაოდ სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვექნება.“