სეზონის საუკეთესო მოთამაშეს კავკასიის ავტოიმპორტი ავტომობილს გადასცემს!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2019

სეზონის საუკეთესო მოთამაშეს კავკასიის ავტოიმპორტი ავტომობილს გადასცემს!

3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, სტარტს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთორმეტე სეზონი აიღებს.

ჩემპიონატი ხუთი სხვადასხვა ლიგისა და თასის გათამაშების ფორმატში წარიმართება. პირველად ისტორიაში, სახელობითი სპონსორი ეყოლება ლიგის თასის გათამაშებას, რომელიც მომდევნო წლის აპრილიდან დაიწყება. სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები „კავკასიის ავტოიმპორტის (CAI CUP) თასისთვის“ იბრძოლებენ.

წელს ასევე პირველად, დასახელდება სეზონის საუკეთესო მოთამაშე. გოლს + პასის სისტემით, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი „კავკასიის ავტოიმპორტისგან“  FIAT 500 მარკის ავტომობილით დაჯილდოვდება.

Sbm.ge კავკასიის ავტოიმპორტის წარმომადგენელს გაესაუბრა:

დავით გულაშვილი, CAI-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ ამ პარტნიორობით ვხედავთ შესაძლებლობას, რომ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ასეთი სახის აქტივობები მოგვწონს და დიდი ალბათობით, მომავალშიც გავაგრძელებთ SBM-თან თანამშრომლობას. დაწესებული პრიზი, ჩვენს თემატიკასთან ასოცირდება. მოთამაშეებისთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. ჩემპიონატში მონაწილეობა ბევრ რამეს მოიცავს - სულისკვეთებას, აზარტს, გუნდურ თამაშს და ზოგადად, სპორტი ძალიან ბევრ დადებით თვისებას ავლენს, სწორედ ამიტომაც დავინტერესდით ამ პროექტით.“



  © SBM, 2016-2024