გასული სეზონის ჯომას ბომბარდირი ბარსელონა ხეტაფეს მატჩს დაესწრება!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2019

გასული სეზონის ჯომას ბომბარდირი ბარსელონა ხეტაფეს მატჩს დაესწრება!

თბილისის ოლიმპიური სასახლე 3 ნოემბრიდან  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალ, რიგით მეთორმეტე სეზონს უმასპინძლებს.

31 ოქტომბერს სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ ახალი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. პირველ სათამაშო დღეს ოქროს ლიგაში ვითიბი - კროკობეთს, აჭარაბეთი კი, სფფ-ს დაუპირისპირდება. ვერცხლის ლიგაში საქართველოს ბანკი - კავკასიის ავტოიმპორტს და ჰუავეი - ICR-ს შეხვედება. სუპერლიგის გულშემატკივარი პსპ - შემოსავლების სამსახურის, პატრული - საქართველოს ფოსტას, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მაესტროს და სფფ - არმია-ს მატჩებს იხილავს. ბრინჯაოს ლიგაში ნაბეღლავი მტკვარი-ენერჯის, ხოლო ბეთლაივი დიპლომატ ჯორჯიას გაეჯიბრება.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედები 10 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს ავერსი - ევროპაბეთი, ლიბერთი ბანკი - სახელმწიფო ელექტროსისტემა, ენერგო-პრო ქართუ ბანკი და მაჯორელი ბაქსვუდი დაპირისპირდებიან.

სხვა სიახლეებთან ერთად, ტრადიციულად გათამაშდება პრიზი - ესპანური ლა ლიგის ორი ბილეთი + ავია ბილეთები, რომლის მფლობელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჯომას სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება.  გასული სეზონის ოქროს ბუცის მფლობელი, გიორგი რევაზიშვილი 16 თებერვალს, კამპ ნოუზე, ბარსელონა ხეტაფეს მატჩს დაესწრება.

Sbm.ge გთავაზობთ პრეზენტაციის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი რევაზიშვილი, სფფ: „უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ვეტერანი ფეხბურთელი გახლავართ. პირველივე ჩემპიონატიდან დავიწყე თამაში. მას შემდეგ, ტურნირი ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი და დაძაბული ხდება. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ორგანიზატორების დამსახურებაა. თითოეული გუნდი ცდილობს, რომ მობილიზირებული იყოს. გასულ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა. ბოლოს კი, ყველაფერი იმ ინოვაციური პრიზით დაგვირგვინდა, რომელიც მერგო. ბარსელონა ხეტაფეს მატჩზე ორი VIP ბილეთი ნამდილად დიდი საჩუქარია და მინდა SBM-ს მომავალში წარმატებები ვუსურვო.“

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „პირველ რიგში, ყველას მივულოცავ მეთორმეტე სეზონის დაწყებას. შარშანდელით ჩვენი გუნდი მეტ-ნაკლებად კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თასის მფლობელები მაინც გავხდით. წელს სუპერლიგაში გადავედით და შედარებით განახლებულია ჩვენი შემადგენლობაც. ეს ლიგა ძალიან ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული. ნაწილთან უკვე გვაქვს თამაშის გამოცდილება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ SBM-მა ძალიან კარგი სიახლეები შემოგვთავაზა.“



  © SBM, 2016-2024