საქართველომ მეინ-რაუნდში გამოსვლა მოულოდნელი მარცხით დაასრულა!
ყველა სიახლეფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში მეინ-რაუნდის ბოლო შეხვედრა გამართა. დასკვნითი მეტოქე ფინეთი იყო, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საქართველოს ფრეც აწყობდა, თუმცა მეტოქემ სამბურთიანი უპირატესობით გვძლია და ესპანეთთან ერთად 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურიც მოიპოვა.
ქართველებს თავიდანვე მდევრის როლში მოუწიათ ყოფნა. არჩილ სებისკვერაძემ ორჯერ მოახერხა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ოცდამეთვრამეტე წუთის მიწურულს მოწინააღმდეგემ საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, რაც მატჩში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და ჯვაროსნები ფინეთთან საბოლოოდ ანგარიშით 5:2 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის მასპინძელი პოლონეთი დაამარცხა და ესპანეთთან სენსაციურ ფრესთანაც ახლოს იყო, თუმცა დღევანდელი შედეგით საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს მეორე ეტაპზე გამოეთიშა.
ფოტო: gff.ge