ფუტსალის ლიგის მეორე წრე ბათუმში აიღებს სტარტს

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2017

ფუტსალის ლიგის მეორე წრე ბათუმში აიღებს სტარტს

28 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ლიგა მეორე წრის სასტარტო შეხვედრებით, ბათუმში განახლდება. X ტურის შეხვედრებს ბათუმის სპორტული ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი უმასპინძლებს.

სათამაშო დღე, დინამო ბათუმისა და სტუ-თელასის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. მასპინძლები, წინა ტურში განცდილი დასანანი მარცხის მიუხედავად, ამ ტურის წინ კვლავ ინარჩუნებენ ადგილს ზედა ოთხეულში და იმისათვის, რომ პოზიციების დათმობის საფრთხის წინაშე არ დადგნენ, ამ შეხვედრაში მინიმუმ დადებითი შედეგი ესაჭიროებათ. რაც შეეხება „ენერგეტიკოსებს“ ისინი ტრადიციულად ფავორიტის რანგში წარსდგებიან ბათუმელი გულშემატკივრის წინაშე და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება „თელასის“ გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება.

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე შეხვედრაში, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მფკ აგორას უმასპინძლებს. გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით და მიზნებით ხვდებიან ამ დაპირისპირებას. „ბათუმელ სტუდენტებს“ პლეოფში მოსახვედრი მინიმალური შანსის შესანარჩუნებლად თითოეულ შეხვედრაში  მაქსიმალური შედეგი ესაჭიროებათ, სტუმრები კი ღირსეული მესამე ადგილის  და საპლეიოფო ზონაში პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ამ გუნდების თბილისური დაპირისირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

 

28.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. X ტური

16:00 მფკ დინამო (თბ) - სტუ-თელასი

18:00 მფკ ბსუ  - მფკ აგორა  

 

X ტურის კიდევ სამი შეხვედრა, 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გათამაშების ლიდერი, მფკ ტატიშვილი თბილისი ვარიორსს დაუპირისპირდება, იბსუ აფხაზეთთან ითამაშებს, ხოლო ტურს, მფკ მგლებისა და მფკ თბილისის დაპირისპირება დაასრულებს.

03.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. X ტური

16:00 მფკ ტატიშვილი -  მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ იბსუ  - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ მგლები - მფკ თბილისი  

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024