ქართველებმა მეორე შეხვედრა უკრაინასთან გამართეს!
ყველა სიახლე24 სექტემბერი 2019
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინაში გამართული ამხანაგური შეჯიბრი მასპინძელ ქვეყანასთან მატჩით დაასრულა.
ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება დღესაც ვერ მოახერხეს. შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე, მეტოქის სასარგებლოდ გაიხსნა. ფუმასამ წონასწორობა მალევე აღადგინა, თუმცა უკრაინელებმა სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. ფინალურ სასტვენამდე თალესს სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და მატჩი საბოლოოდ 4:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ივანო-ფრანკოვსკში რუმინეთსა და უკრაინასთან ჩატარებული საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა, რომელიც 20-24 ოქტმობერს პოლონეთში გაიმართება.