საქართველომ უკრაინაში წარუმატებლად დაიწყო!

ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2019

საქართველომ უკრაინაში წარუმატებლად დაიწყო!

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უკრაინის ქალაქ ივანო ფრანკოვსკში ამხანაგურ მატჩებს რუმინეთსა და მასპინძელ უკრაინასთან მართავს.

ქართველები დღევანდელ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. პირველივე წუთებზე მიღებულ გოლს თალესმა მალევე უპასუხა. ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ კიდევ ორჯერ შეძლო ჩვენი კარის აღება. მეორე ნახევარში რონინიომ და ფუმასამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოხერხდა. ერთწუთიან ინტერვალში ორი პენალტისა და გოლის შემდეგ მატჩი საბოლოოდ 6:3, რუმინელების სასარგებლოდ დამთავრდა.

24 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას უკრაინასთან გამართავს და სამი ქვეყნის ამხანაგური ტურნირიც ამით დასრულდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 24-27 ოქტომბერს პოლონეთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ფინეთი და პოლონეთი არიან.



  © SBM, 2016-2024