თელასმა ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
30 აგვისტო 2019

თელასმა ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო!

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ისრაულ „მაქაბთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 8:0 სძლია.

უეფას ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარებმა სტარტი 27 აგვისტოს აიღო. თელასსა და „მაქაბს“ შორის მატჩი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა. H ჯგუფის შეხვედრაში მეოთხე წუთზე ანგარიში ზურაბ ლუკავამ გახსნა და „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. პირველივე ნახევარში, ავტოგოლთან ერთად, ვახტანგ კეკელიასა და კახა მაისაიას წყალობით უპირატესობა ოთხამდე გაიზარდა. ვახტანგ ჯვარაშვილმა ჰეთრიკის გაფორმება შეძლო. ნიკოლოზ კურტანიძე და ამირან ცხომარია კი, დარჩენილ დროში, გუნდს თითო გატანილი გოლით დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, რომ თელასი ევროტურნირზე Georgians-ის სახელით ასპარეზობს. მეორე შეხვედრას „ენერგეტიკოსები“ ხვალ, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ „ვარნა სიტისთან“ გამართავენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს.



  © SBM, 2016-2019