თელასის მეტოქეები ევროტურნირზე ცნობილია!

ყველა სიახლე
05 ივლისი 2019

თელასის მეტოქეები ევროტურნირზე ცნობილია!

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის გამარჯვებული თელასი, ქვეყნის სახელს უეფას ფუტსალის ჩემპიოთა ლიგაზე დაიცავს.

ევროტურნირზე „ენერგეტიკოსები“ Georgians-ის სახელით იასპარაზებენ და ბრძოლას პრელიმინარის რაუნდიდან დაიწყებენ. წილისყრის შედეგად თელასი H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი ბულგარული „ვარნა სიტი“ და ისრაელის ჩემპიონი „მაქაბი“ იქნება. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის შეგირდები მეინ რაუნდის მერვე ჯგუფში ითამაშებენ, რომელიც ორად არის გაყოფილი. პრელიმინარის H და E ჯგუფის გამარჯვებულებს იტალიის წარმომადგენელი „პეზარო“ და შვედური „უდევალა“  ელიან.

ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარის მატჩები 27 აგვისტო - 1-ლ სექტემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024