გიორგი რევაზიშვილს ლა ლიგის ორი ბილეთი გადაეცა!
ყველა სიახლეJoma Sport Georgia-მ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გუნდებს 2018/19 წ.წ. სეზონზე ინოვაციური კონკურსი შესთავაზა. ოქროს ბუცის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის მოთამაშე გიორგი რევაზიშვილი გახდა. მის ანგარიშზე, ჯომას სპორტული ფეხსაცმლით გატანილი 15 გოლია.
ჩემპიონატის მეთერთმეტე სეზონი სუპერლიგის ფინალით დასრულდა. დასკვნითი მატჩის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ოქროს ბუცის პირველი მფლობელი გამოვლინდა. მთელი წლის განმავლობაში სუპერლიგის, ოქროს ლიგის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის მოთამაშეები ჯომას სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი გოლის გასატანად იბრძოდნენ. ჯილდო პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ მატჩზე დასასწრები ორი ბილეთი და ავია ბილეთები იყო. გათამაშების გამარჯვებული, გიორგი რევაზიშვილი, ესპანეთში გაემგზავრება და ლა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის სასურველ თამაშს დაესწრება.
Sbm.ge გათამაშების გამარჯვებულს გაესაუბრა:
გიორგი რევაზიშვილი, სფფ: „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს. ჩემპიონატი ყოველწლიურად აშკარად პროგრესირებს. რაც შეეხება უშუალოდ იმ პრიზს, რომელიც გადმომეცა, ინოვაციაა და თუკი სისტემატიური ხასიათი მიეცემა ძალიან კარგი იქნება. მოხარული ვარ, რომ ოქროს ბუცის პირველი მფლობელი გავხდი. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. მთელი ოჯახი ბარსელონას ვგულშემატკივრობთ და ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. ამიტომ, ომრაგად სასიხარულოა, რომ სწორედ ლა ლიგის ერთ-ერთ კალენდარულ შეხვედრას დავესწრები.“