პსპ სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა!

ყველა სიახლე
30 ივნისი 2019

პსპ სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა!

სუპერლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის გამარჯვებული პსპ გახდა.

“ფარმაცევტებმა“ ზედიზედ მესამედ მოახერხეს ჩემპიონატის მთავარი ტიტულის მოპოვება. დასკვნით შეხვედრაში ისინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს დაუპირისპირდნენ. ერთმანეთის წინააღმდეგ ფინალი მათ მესამედ ითამაშეს და გამარჯვებული კვლავ უცვლელი დარჩა.

PSP მატჩის დასაწყისში გურამ გოგიჩაიშვილის გოლით დაწინაურდა. ანგარიშის გათანაბრება მალევე ზურაბ ხიზანიშვილმა შეძლო, თუმცა მეორე ტაიმში „ფარმაცევტები“ ისევ წინ გაიჭრნენ. თამაშის დასრულებამდე ალექსანდრე ამისულაშვილმა სხვაობა მინიმუმადე ორჯერ შეამცირა და მას ერთი გოლით ალექსანდრე იაშვილიც დაეხმარა, თუმცა მათი მცდელობა ნიკოლოზ კოპლატაძის დუბლის, მირიან მირგატიასა და ირაკლი ბურჭულაძის გოლების წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა საბოლოოდ პსპ-ს გამარჯვებით 5:4 დასრულდა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლევან სარდანაშვილი, პსპ: „სფფ-ს ფინალში უკვე მესამედ დავუპირისპირდით და ასეთ გამოცდილ გუნდთან უპირატესობას ალბათ გუნდურობა გვაძლევს. ჩვენი მოწინააღმდეგე უმაღლეს ლიგებში თამაშობდა და ძალიან რთულია მათთან დაპირისპირება. ფინალში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი. ის შრომა, რომელიც მთელი წლის გნმავლობაში ჩავდეთ, დღევანდელ თამაშში გამოვავლინეთ. ბოლო ნაბიჯი გვქონდა გამარჯვებამდე დარჩენილი და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მომავალი მიზნები, რა თქმა უნდა, უფრო დიდ წარმატებებს უკავშირდება, რადგან ჩვენი გუნდი სწორედ ასეთი ხასიათისაა. ბედნიერი ვარ ჩემპიონობით და მინდა ეს წარმატება ჩემს შვილს მივუძღვნა.“

სუპერლიგის ფინალით ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთერთმეტე სეზონიც დასრულდა.



  © SBM, 2016-2024