CAI საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
23 ივნისი 2019

CAI საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულია!

საკვალიფიკაციო ლიგის 2019 წლის გამარჯვებული კავკასიის ავტოიმპორტის გუნდი გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგის დასკვნითი მეშვიდე ტურის  შეხვედრები გაიმართა. ბოლო მატჩში CAI მაჯორელს დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით 8:1 იმარჯვა და სეზონი წაგების გარეშე დაასრულა. გუნდს ოთხი გატანილი გოლით ლაშა ჯოხაძე, დუბლით კი ნიკა ენუქიძე დაეხმარა.

ტურის სხვა შეხვედრაში ბეთლაივმა ფარვანას მინიმალური სხვაობით 2:1 სძლია. მიმდინარე სეზონი მოგებით დაასრულა ასევე ჰუავეიმაც. ლიდერბეთი მწონააღმედეგესთან ანგარიშით 7:3 დამარცხდა.

მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის ბომბარდირი 25 გატანილი გოლით ლაშა ჯოხაძე გახდა (CAI). საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი, ნიკა ენუქიძეს გადაეცა (CAI).

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ენუქიძე, CAI: “ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და თავიდანვე ამისთვის ვიბრძოდით. შევასრულეთ კიდეც ეს დავალება. ჩვენი კომპანიის მენეჯმენტიდან დაწყებული, გულშემატკივრებით დასრულებული, ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართული და კარგი გუნდი შევკარით. მწვრთნელმაც ბევრი იმუშავა და საბოლოო ჯამში მშვენიერი ტურნირი გამოვიდა. მოხარული ვარ ჯილდოთი, რომელიც გადმომეცა. ნამდვილად არ ველოდი.“

ლაშა ჯოხაძე, CAI: “მიხარია, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით დავასრულეთ. სამომავლოდ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ეს შედეგი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. თუნდაც ჩემი ბომბარიდირობაც მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ინტენსიურ ვარჯიშს დავიწყებთ და შევეცდებით შემდეგი სეზონიც ასე ნაყოფიერად ჩავატაროთ.“



  © SBM, 2016-2024