ლევან კოპალიანი:"პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმიც ჩემპიონობა იყო!"

ყველა სიახლე
17 ივნისი 2019

ლევან კოპალიანი:
კროკობეთი ვერცხლის ლიგის 2018/19 წლების  სეზონის  ჩემპიონია. დაძაბულ, სანახაობრივ  და  დრამატულ მატჩში „ბუკმეიკერებმა“ მინიმალური ანგარიშის  სხვაობით  3:2 დაამარცხეს კრედო ბანკი და გათამაშების  მთავარ ტიტულს დაეუფლნენ.
შეხვედრაში ანგარიში მეშვიდე  წუთზე ლევან კუჭაშვილმა 7 მეტრიანი დარტყმით გახსნა, მეათე წუთზე  საკუთარი გუნდი გიორგი კუხალაშვილმა დააწინაურა, მეთექვსმეტე წუთზე ანგარიშის სხვაობა ნიკა  ფანცულაიამ შეამცირა, მატჩის  მეორე  ნახევრის  სტრატზე  კი  ლექსო ბუჩაშვილმა  წონასწორობა აღადგინა. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის  ბოლო წუთი აღმოჩნდა, როდესაც მატჩის დასრულებამდე 49 წამით ადრე  გიორგი ბერბიჭაშვილმა გამარჯვების  გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერომონიალი გაიმართა. ჩემპიონატის ბომბარდირი 15 გატანილი გოლით სფფ-ს მოთამაშე გიორგი რევაზიშვილი გახდა. ცხრა შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი დავით სირაძეა(სფფ). კრედოს მოთამაშეს, ლევან გამხიტაშვილს, საუკეთესო უნივერსალის წოდება ერგო. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ფარნაოზ იორდანიშვილი (კროკობეთი) დასახელდა. საუკეთესო მცველი აჭარაბეთის ფეხბურთელი თორნიკე ტურავაა, საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული კროკობეთის შემტევ ნახევარმცველს გიორგი კუხალაშვილს გადაეცა. ვერცხლის ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი, გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელს,ლევან კოპალიანს ერგო.
 
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარს
 
ლევან გამხიტაშვილი. კრედო: „პირველ რიგში მადლობა  მინდა  გადავუხადო ორგანიზატორებს  შემდეგ  კი  მეტოქე გუნდს. ძალიან  მაგარი ფინალი გამოვიდა. დაძაბული ბრძოლა იყო გაიმარჯვა ღირსეულმა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.მეტოქემ ფიზიკური მომზადების ხარჯზე  დაგვჯაბნა,რაღაც ეპიზოდებში გვაჯობეს კიდევაც და  ფორტუნაც  მათ მხარეს აღმოჩნდა. ასევე ავიღე საუკეთესო უნივერსალის პრიზი გადმომეცა რითვისაც მადლობას  ვუხდი  ჩემს  გუნდს.“
 
ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „ დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო, ჩემს  თანაგუნდელებს, მადლობა  მინდა  ვუთხრა  ყველა  კროკობეთელს, რომელიც გვგულშემატკივრობდა. ჩემი აზრით დრამატული და სანახაობრივი ფინალი გამოვიდა, ორივე გუნდისთვის, გარდამავალი უპირატესობა იყო, თამაშის მსვლელობის დროს  თუმცა კონცენტრაცია  არ დაგვიკარგავს  გადამწყვეტ მომენტში და  ბრძოლისა და  მონდობის  ხარჯზე  მივაღწიეთ გამარჯვებას. პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმიც ჩემპიონობა იყო. რაც შეეხება ჩემს პრიზს ეს ჩემი გუნდლების დამსახურებაა. მათ გარეშე არაფერი არ გამომივიდოდა.“
 
გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: “უცნაურად  წარიმართა ფინალური შეხვედრა. სტარტიდან ფინიშამდე ჰოლივუდური ფილმის სცენარი იყო. ძალიან ბედნიერები ვარ ამ გამარჯვებით, ინდივიდუალურადაც არ ველოდებოდი საუკეთესო თავდამსხმელის პრიზს. იმედი მაქვს უფრო მაღალ ლიგაში ავიწევთ და იქაც ვიბრძოლებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობისთვის.“
 
გიორგი რევაზიშვილი, სფფ: ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო,პლეიოფში მოხვედრაც გაგვიჭირდა, შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ ფორმაში შევედით და საპრიზო ადგილიც დავიკავეთ. მე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვიღებ პირველი სეზონიდან. მინდა აღვნიშო, რომ ჩემპიონატი ყოველწლიურად ვითარდება და დონე იზრდება. შესამაბისად წლევანდელი სეზონიც დაძაბული იყო. გავხდი საუკეთესო ბომბარდირი უნდა ვთქვა რომ ჩემი პრიზი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა.  მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს.
 
ვერცხლის  ლიგა კროკობეთმა სადებიუტო გამარჯვებით დაასრულა. ჩემპიონატი 2019/2020 წლის  სეზონით განახლდება. 


  © SBM, 2016-2024