კროკობეთი ვერცხლის ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
16 ივნისი 2019

კროკობეთი ვერცხლის ლიგის ჩემპიონია!

კროკობეთი ვერცხლის ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონია. დაძაბულ, სანახაობრივ და დრამატულ მატჩში „ბუკმეიკერებმა“ მინიმალური ანგარიშის  სხვაობით 3:2 დაამარცხეს კრედო ბანკი და გათამაშების  მთავარ ტიტულს დაეუფლნენ. შეხვედრაში ანგარიში მეშვიდე  წუთზე ლევან კუჭაშვილმა 7 მეტრიანი დარტყმით გახსნა, მეათე წუთზე  საკუთარი გუნდი გიორგი კუხალაშვილმა დააწინაურა, მეთექვსმეტე  წუთზე ანგარიშის  სხვაობა  ნიკა ფანცულაიამ შეამცირა, მატჩის  მეორე  ნახევრის  სტრატზე კი ლექსო ბუჩაშვილმა  წონასწორობა აღადგინა. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის  ბოლო წუთი აღმოჩნდა, როდესაც მატჩის დასრულებამდე 49 წამით ადრე  გიორგი ბერბიჭაშვილმა გამარჯვების  გოლი გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარს

ლევან გამხიტაშვილი, კრედო: „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს შემდეგ კი მეტოქე გუნდს.ძალიან მაგარი ფინალი გამოვიდა.დაძაბული ბრძოლა იყო გაიმარჯვა ღირსეულმა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. მეტოქემ ფიზიკური მომზადების ხარჯზე  დაგვჯაბნა, რაღაც ეპიზოდებში გვაჯობეს კიდევაც და ფორტუნაც  მათ მხარეს აღმოჩნდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო უნივერსალის პრიზი გადმომეცა რითვისაც მადლობას  ვუხდი  ჩემს  გუნდელებს.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „ დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო, ჩემს თანაგუნდელებს, მადლობა  მინდა  ვუთხრა  ყველა  კროკობეთელს, რომელიც გვგულშემატკივრობდა. ჩემი აზრით დრამატული და  სანახაობრივი ფინალი გამოვიდა, ორივე გუნდისთვის, გარდამავალი უპირატესობა იყო, თამაშის მსვლელობის დროს, თუმცა კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს გადამწყვეტ მომენტში და ბრძოლისა და მონდობის  ხარჯზე  მივაღწიეთ გამარჯვებას გადამწყვეტ მომენტში.“

 აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე კროკობეთმა პირველი ჯილდო მოიგო, კრედო ბანკისთვის კი ეს  ზედიზედ  წაგებული მეორე  ფინალია! 

      



  © SBM, 2016-2024