CAI-მ საკვალიფიკაციო ლიგა ვადაზე ადრე მოიგო!

ყველა სიახლე
16 ივნისი 2019

CAI-მ საკვალიფიკაციო ლიგა ვადაზე ადრე მოიგო!

საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონი კავკასიის ავტო იმპორტის გუნდია."იმპორტიორებმა" ჩემპიონობა  ერთი ტურით ადრე იზეიმეს და მეექვსე  ტურის  შემდეგ  სატურნირო ცხრილს 15 ქულით ლიდერობენ. მათ მიმიდნარე გათამაშებაში ექვსი ჩატარებული შეხვედრიდან ხუთი მოგება  და  ერთი ფრე აქვს გაფორმებული. შემდეგ პოზიციაზე  12- 12 ქულით ჰუავეი და  ფარვანაა.  

საკვალიფიკაციო ლიგის მექვსე ტურის პირველ შეხვედრაში ჰუავეიმ  ქვიქ-ტესტი 5:1 დაამარცხა, ლიდერბეთსა და CAI შორის შეხვედრა ფრედ  4:4 დასრულდა.  ფარვანამ  მაჯორელს 4:3 მოუგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარს

ლაშა ჯოხაძე, CAI: „დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა საკვალიფიკაციო ლიგის წლევანდელი გათამაშება. მოხარული ვარ რომ ჩემმა გუნდმა  გათამაშების  დასრულებამდე ერთი  ტურით  ადრე მოიპოვა  ჩემპიონის ტიტული. სეზონის  დასაწყისში  ჩვენი  მიზანიც ეს იყო. ჩვენს  წარმატებაში   ძალიან  დიდი  როლი  ითამაშა თითოეულმა ფეხბურთელმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.  მომავალში ძალიან  დიდი  გეგმები გვაქვს  და  ვეცდებით  კიდევ  უფრო დიდ წარმატებას  მივაღწიოთ.“

საკვალიფიკაციო  ლიგის დასკვნითი VII ტური  23 ივნისს გაიმართება,სადაც ფარვანა ბეთლაივს, CAI  მაჯორელის, ჰუავეი ლიდერბეთს, GLC კი ქვიქ ტესტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ  რომ  საკვალიფიკაციო ლიგამ  სტარტი გაზაფხულზე  აიღო და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა.  



  © SBM, 2016-2024