EFBLU - არმია და პატრული 1/4 ფინალში არიან!

ყველა სიახლე
16 ივნისი 2019

EFBLU - არმია და პატრული 1/4 ფინალში არიან!

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მესამე სეზონმა სტარტი 15 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში აიღო. წილისყრის შედეგად 7 ქვეყნის 12 წარმომადგენელი სამ ჯგუფად გადანაწილდა. არმიამ და პატრულმა ჯგუფურ ეტაპზე  წარმატებით იასპარეზეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ჯერ რუმენეთის „პეპსიკოს“ დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 სძლია, შემდეგ “პოლონეთის ბანკი” დაამარცხა მინიმალური სხვაობით 2:1, მესამე შეხვედრაში კი ესპანურ დელოიტთან 3:0 იმარჯვა და 9 ქულით მომდევნო ეტაპზე გადავიდა და გახდა ერთადერთი გუდნი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამივე მათჩის მოგება მოახერხა. რაც შეეხება პატრულს - მათ პირველი მატჩი BorgWarner-თან (პოლონეთი) მოგებით დაასრულეს - 6:2, ესპნაურ IBERDROLA-სთან კი 2:1 დამარცხდნენ, თუმცა რუმინეთის MARCO VET-თან ქულის აღება შეძლეს (1:1) და არმიასთან ერთად პლეი-ოფში ითამაშებენ.

დღეს, არმია 1/4 ფინალში პორტუგალიურ "ემპარკს" დაუპირისპირდება, პატრულის მეტოქე კი მასპინძელი "ალფა მიკროგესი" იქნება. თუ ორივე ქართული გუნდი წარმატებით შეძლებს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობას, ფინალამდე მათი გზები არ იკვეთება. ევროპის საფეხბურთო ბიზნეს ლიგების ასოციაციის მიერ ორგანიზებული რიგით მესამე საკლუბო ჩემპიონატი დღეს დასრულდება.

 



  © SBM, 2016-2024