გათანაბრდება თუ არა ფინალურ სერიაში ანგარიშები?!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრები 14 - 15 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
TMC თბილისმა თელასთან, თსუ-მ კი ქუთაისის მართვესთან პირველი ბრძოლა უკვე გამართა და მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი თამაშები იხილა. მესამე ადგილისთვის ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, საჩემპიონო დაპირისპირება ძირითად დროში არ დასრულებულა და გამარჯვებული დამატებითი დროის დასაწყისში გატანილი გოლით გამოვლინდა. პარასკევსა და შაბათს, შესაძლებელია, ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა ორივე სერიაში აღდგეს.
19:00 საათი / 14 ივნისი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / TMC თბილისი vs თელასი
საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი, TMC თბილისი დაწინაურდა. თელასთან შემდგარი დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. ძირითადი დროის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ „მედიკოსებმა“ წინ გასვლა და ანგარიშის ბოლომდე შენარჩუნება მოახერხეს (2:1). ვინაიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლა სამ მოგებამდე გრძელდება, ჯერ არაფერი დასრულებულა, თუმცა, თუკი თელასი სერიაში ანაგრიშს ვერ გაათანაბრებს, TMC-ის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დარჩება, რაც მას დამატებით სტიმულს მისცემს და „ენერგეტიკოსებს“ სასურველი შედეგის მიღწევა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
16:00 საათი / 15 ივნისი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე (ქუთაისი) vs თსუ
ვინაიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფუტსალის ლიგის თასის მოპოვება შეძლო, მისთვის სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი გამოვა, თუკი მიმდინარე ჩემპიონატს საპრიზო ადგილზე დაასრულებს. „უნივერსიტეტელებმა“ პირველ შეხვედრაში „იმერლებს“ დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 სძლიეს, თუმცა, როგორც მატჩის დასრულების შემდეგ თვითონაც აღნიშნეს, ქუთაისში არსებული სათამაშო ატმოსფერო „მართვესთვის“ კომფორტულია, რაც მას გარკვეულ უპირატესობას აძლევს. შაბათს მასპინძლების გამაჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის მფოლობელის ვინაობა მესამე შეხვედრაში გაირკვევა.
საჩემპიონო დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ უნივერსალზე შეეძლება. მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის ლაივი კი, sbm.ge-ზე გავა. თბილისსა და ქუთაისში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!