კვირას სუპერლიგა A-ს 1/4 ფინალური წყვილები გაირკვევა

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2017

კვირას სუპერლიგა A-ს 1/4 ფინალური წყვილები გაირკვევა

26 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კალენდარული ტურის შეხვედრებს, ამჯერად სუპერლიგის გუნდები გამართავენ. განსაკუთრებული ინტრიგა სუპერლიგა A-ს შეხვედრებს ახლავს თანს, სადაც 1/4 ფინალური წყვილები უნდა გაირკვეს.

სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს VII ტურის შეხვედრებით აიღებს სტარტს. პირველები ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები, ვივუსისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.

მომდოვენო დაპირისპირება ევროკრედიტსა და ჯვაროსნები 2-ს შორის გაიმართება. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, FUNDAY მორიგ შეხვედრას უნიკრედიტის წინააღმდეგ გამართავს. სატურნირო ცხრილში II-III ადგილზე მყოფი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სკ თელავი ერთმანეთთან ითამაშებენ და ლიდერებში პოზიციების გამყარებას შეეცდებიან.  ტურის ბოლო შეხვედრაში, ზესტაფონის „ფერო“  ჯერ ისევ უქულოდ მყოფ ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდება.

 

26.02.2017. სუპერლიგა B. VII ტური

11:00 FC VIVUS.GE – FC UG

12:00 სკ ევროკრედიტი - სკ ჯვაროსნები-2

13:00 FUNDAY ENT. – UNICREDIT.GE

14:00 კსუ/CIU – სკ თელავი

15:00  სკ ფერო - ეთა

 

წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდები, რის შემდეგაც გაირკვევა კიდეც, როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში.

ტურის სასტარტო დაპირისპირებაში გაირკვევა თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. 15 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი პსპ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ორი ქულით ჩამორჩება მეტოქეს. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება. ცხრილში პოზიციების გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ IV-V ადგილზე მყოფი მფკ ნატახტარი და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი, რომელმაც წინა ტურში ერთპიროვნული ლიდერი, სდსს დაამარცხა. გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი სფფ, „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“ დაუპირისპირდება, ხოლო სათამაშო დღე ტვ იმედისა და ჯვაროსნების შეხვედრით დასრულდება. ჭიათურელთა და ჯვაროსნების ერთადერთი ამოცანა, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილისთვის თავი დაღწევაა. ამ დრომდე ორივე მათაგანს 1-1 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ფლობენ ჯვაროსნები უპირატესობას.

 

26.02.2017. სუპერლიგა A. VII ტური

16:00 სდსს - FC PSP

17:00 მფკ ნატახტარი - CFCP

18:00 GM ჭიათურა - სფფ

19:00 ტვ იმედი - სკ ჯვაროსნები

 

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024