პატრული და არმია ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ!

ყველა სიახლე
12 ივნისი 2019

პატრული და არმია ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ!
15-16 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქი ევროპის სეფეხბურთო ბიზნეს ლიგების ასოციაციის ეგიდით (EFBLU), რიგით მესამე  ევროპის საკლუბო ჩემპიონტს უმასპინძლებს. მადრიდში, საქართველოს ღირსებას, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, ოქროს ლიგის ყოფილი და მოქმედი ჩემპიონები, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდები დაიცავენ. 
 
ევროპის საკლუბო პირველობაში საქართველო წელს მეორედ იქნება წარმოდგენილი, თუმცა პირველად  ორი მონაწილით. 
 
გასულ ზაფხულს, სლოვენიაში გამართულ ტურნირში დებიუტი, ევროპის ჩემპიონობით აღნიშნა ოქროს ლიგის 2017/18 წ.წ გამარჯვებულმა - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდმა და წლევანდელ გათამაშებაში უკვე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს და ტიტულის დაცვას შეეცდება. ქართველ პოლიციელებთან ერთად, მადრიდში ქართველი ჯარსიკაცებიც ითამაშებენ - ოქროს ლიგის 2018/19 წ.წ სეზონის ჩემპიონმა, არმიამ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო ტიტულთან ერთად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.  შგახსენებთ, რომ 2 ივნისს გამართულ ოქროს ლიგის ფინალში, არმიამ შემოსავლების სამსახურის გუნდს სძლია. 
 
მადრიდში გასამართ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში წელს მონაწილეობას 7 ქვეყნის 12 გუნდი მიიღებს. პოლონეთი და რუმინეთი, საქართველოს მსგავსად ორი გუნდით იქნებიან წარმოდგენილი. თითო გუნდი ეყოლებათ ანდორას, ბულგარეთს და პორტუგალიას. რაც შეეხებათ მასპინძლებს, ესპანეთის სახელს სამი მადრიდული გუნდი დაიცავს. 
 
Sbm.ge გამგზავრებამდე გუნდების წარმომადგენლებს გაესაუბრა:
 
ლადო ბურდული, არმიის მწვრთნელი: „ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული პატრული გახდა. წელს მათთან ერთად ჩვენც ვიასპარეზებთ, როგორც ოქროს ლიგის ჩემპიონები. ვეცდებით, ორივე გუნდმა ქვეყნის ღირსება დავიცვათ. ბევრ აქ მოთამაშე ჯარისკაცს,  პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება ასეთი შანსი არც მიეცეს მომავალში, ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ თავდაცვის სამინისტრომ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, მოგვცა შესაძლებლობა ამ ბიჭებს ოცნება აეხდინათ და ყველანაირად ხელი შეგვიწყო ჩემპიონატში მონაწილების მისაღებად. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართული ჯარის სულისკვეთება იქაც გამოვავლინოთ და წარმატებას მივაღწიოთ.“
 
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოწინააღმდეგეები გვეყოლება და ახალი, ძლიერი გუნდებიც დაემატნენ ჩემპიონატს, მოლოდინები მაინც დიდი გვაქვს. სასიხარულოა, რომ საქართველო ორი გუნით იქნება წარმოდგენილი. არმია კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ფიზიკურადაც მზად არიან და ვფიქრობ, რომ თავს გაართმევენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტული დავიცვათ და ღირსეულად ვიასპარეზოთ“


  © SBM, 2016-2024