ლიგის თასის ფინალში არმია და პატრული ითამაშებენ!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ნახევარფინალის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს გლდანი და არმია დაუპირისპირდნენ. მატჩში გამარჯვებული ბოლო წუთამდე არ გამოვლენილა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი „ძალოვნების“ რიგების მოთამაშე, შმაგი ჭოხონელიძე გახდა და გუნდს ფინალის საგზური მოაპოვებინა.
SBM ლიგის თასის პირველ ნახევარიფნალურ დაპირისპირებაში პატრული თბილისის სატრანპორტო კომპანიის გუნდს შეხვდა, მინიმალური უპირატესობით 2:1 იმარჯვა და ფინალში არმიას გაეჯიბრება. რევაზ ინჯგიასა და გიორგი ჭანტურიას გოლებს TTC-ს მხრიან ბოლო წამზე ლევან კასრაძემ უპასუხა.
საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტური მაჯორელისა და ბეთლაივის დაპირისპირებით დასრულდა. „ბუკმეიკერებმა“ მეტოქე 4:2 დაამარცხეს. ჰუავეიმ სალიზინგო კომპანიის გუნდს დიდი სხვაობით 10:0 სძლია. GLC-ის კარში ოთხი გოლი ზურაბ გოგიჩაიშვილმა გაიტანა. ჰეთრიკი ბექა ტოროშელიძემ, დუბლი კი თორნიკე ბარამიძემ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები გქონდა, მათი მოშუშება დროულად შევძელით. ისევ სათამაშო ფორმაში ჩავდექით. ჩვენი მეტოქე სუპერლიგიდანაა, რომელიც ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული. კარგი გუნდია, პერსპექტიული, მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ და ვფიქრობ, ბევრს მიაღწევენ. ჩვენი ორივე სავარაუდო ფინალური მეტოქე ძლიერი გუნდები არიან - არმიას სისწრაფე აქვს, გლდანს კი დიდი გამოცდილება. რომელსაც არ უნდა შევხვდეთ, თასისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
შმაგი ჭოხონელიძე, არმია: "პირველ რიგში, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. მეტოქე ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ტექნიკურად თამაშობდნენ, მაგრამ მეტი მოტივაციისა და სისწრაფის ხარჯზე მოვიგეთ. თამაშის ბედი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. ფინალში პატრულს ვხვდებით და მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. დაძაბულ დაპირისპირებას ველით და იმედია მეორე ტიტულსაც მოვიპოვებთ."
საკვალიფიკაციო ლიგის მეექვსე ტური 16 ივნისს ჩატარდება. პატრული და არმია თასის გათამაშების ფინალურ დაპირისპირებას 23 ივნისს გამართავენ.