CAI-მ ორი ტურით ადრე პირველობა ფაქტობრივად გაინაღდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახელში ბიზნესის ჩემიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის სათამაშო დღე მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ფარვანამ ლიდერბეთს ორბურთიანი სხვაობით სძლია. შეხვედრის პიველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეთორმეტე წუთზე გუნდი ისააკ სააკიანმა დააწინაურა. ზოგრაბ დარბინიანმა კი თამაშის ბოლო წამებზე უპირატესობა ორამდე გაზარდა (2:0).
ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილოსნები, კავკასუს ავტოიმპორტის გუნდი და ქვიქ ტესტი დაუპირსპირდნენ. CAI-მ დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 იმარჯვა და მოგებული თამაშების სერიას აგრძელებს. ლაშა ჯოხაძემ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. ქვიქ ტესტის რეგებიდან ერთადერთი ბურთი კი გიორგი სიგუას ანგარიშზეა.
ვერცხლის ლიგაში ნახევარფინალების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა და კრედოს ფინალური მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. „ბანკირებს“ ჩემპიონობაში კროკობეთი შეეცილება. „ბუკმეიკერებმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მეორე შეხვედრაშიც სძლიეს, ანგარიშით 6:4. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი გატანილი გოლით ლევან კოპალიანი გამოირჩა.
ვერცხლის ლიგის ფინალი კრედოსა და კროკობეთს შორის 16 ივნისს გაიმართება.
საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტური და SBM ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალები დღეს დასრულდება.