23 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სტარტს მეცხრედ აიღებს!

ყველა სიახლე
17 ოქტომბერი 2016

23 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სტარტს მეცხრედ აიღებს!

17 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა.

წლევანდელი სეზონი, რომელიც რიგით მეცხრე იქნება ლიგის ისტორიაში, სტარტს 23 ოქტომბერს აიღებს. წლევანდელი გათამაშება ექვსი სხვადასხვა ლიგის (სუპერლიგა A, სუპერლიგა B, ოქროს ლიგა, ვერცხლის ლიგა, ბრინჯაოს ლიგა, სუპერლიგა C)  ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას  60 გუნდი მიიღებს.

კვირას, პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები ჩაატარებენ, ხოლო კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის მონაწილეები ასპარეზობას 30 ოქტომბერს დაიწყებენ. ყველა ლიგაში ჩემპიონატი ერთ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც პლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას საუკეთესო 8-8 გუნდი მოიპოვებს. 1/4 და 1/2 ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

გაზაფხულიდან, ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება სუპერლიგისა და კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებები. ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირებები ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გაიმართება.

წლევანდელ სეზონში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, ლიგის თამაშებს რეგიონი უმასპინძლებს - სუპერლიგა B-ს წრიული ეტაპის ორი ტურის და პლეიოფის ერთი ეტაპის მატჩები ზესტაფონის სპორტის სასახლეში ჩატარდება. დანარჩენი შეხვედრები ტრადიციულად, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

23.10.2016. სუპერლიგა B. I ტური

11:00 Unicredit.ge - ეთა

12:00 სკ საქართველოს უნივერსიტეტი - სკ ჯვაროსნები -2

13:00 სკ თელავი - სკ ევროკრედიტი

14:00 სკ ფერო (ზეს) – Funday Ent

15:00 კსუ - სკ Vivus.ge

 

23.10.2016. სუპერლიგა A. I ტური

16:00 სფფ - სკ ჯვაროსნები

17:00 CFCP – GM ჭიათურა

18:00 სკ პსპ - მფკ ნატახტარი

19:00 ტვ იმედი - სდსს

 

 

30.10.2016. ვერცხლის ლიგა. I ტური

10:00 აჭარა ჯგუფი - კუბიკი

11:00 თეთრი ქუდი - ბანკი რესპუბლიკა

12:00 საქართველოს ბანკი  - ავერსი

13:00 მინა - ელიტა ბურჯი

14:00 ბაქსვუდი - შემოსავლების სამსახური

15:00 ლიბერთი ბანკი - საქრუსენერგო

16:00 დომინო’ს პიცა - ევროპაბეთი

 

30.10.2016. ოქროს ლიგა. I ტური

17:00 თბილისის მერია - ნატახტარი

18:00 საქართველოს ფოსტა - Menu.Ge

19:00 TTC – GWP

20:00 პატრული - სარანგი

21:00 ვითიბი ბანკი - სფფ

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური



  © SBM, 2016-2024