ოქროს ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონში პირველი ფინალი გაიმართა. ოქროს ლიგის დასკვნით შეხვედრაში არმია შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალი საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. მატჩი „ძალოვნების“ უპირატესობით წარიმართა. RS-მა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა (3:2), მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა წონასწორობა ვერ აღადგინა. არმიის მეოთხე გოლმა თამაშის საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია და შეხვედრა საბოლოოდ 6:3 დასრულდა. ჩემპიონის რიგებიდან დუბლი შმაგი ჭოხონელიძემ და მინდია კოპალეიშვილმა გაიფრომეს.
მატჩის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერომონიალი გაიმართა. ჩემპიონატის ბომბარდირი 12 გატანილი გოლით გია ნინოშვილი გახდა (RS). ლაშა მებაღიშვილი (RS) რვა შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტია. ბაქსვუდის მოთამაშეს, გიორგი ახლანძეს, საუკეთესო უნივერსალის წოდება ერგო. ტურნირის საუკეთესო მეკარედ გიგა გიგაური (არმია) დასახელდა. საუკეთესო მცველი დავით იობიძე (SSPS) გახდა, საუკეთესო თავდამსხმელი კი რევაზ ინჯგიაა (პატრული).ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი, გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელ, გიგა ბერაიას გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გია ნინოშვილი, RS: “მთლიანობაში სეზონი ჩვენი გუნდისთვის შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. ვერცხლის ლიგიდან გადმოსული გუნდი ვართ და ფინალში თამაში უკვე კარგი შედეგია, მაგრამ უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოდით. მეტოქემ ალბათ უფრო ფიზიკური კონდიციების ხარჯზე გვაჯობა. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. შემდეგი სეზონისთვის უკეთ მოვემზადებით და იმედია ტიტულს მოვიპოვებთ.“
ლაშა მებაღიშვილი, RS:“დამქანცველი და დამღლელი სეზონი გამოვიდა. ფინალში ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. ვულოცავ მათ ჩემპიონობას. მათი მთავარი უპირატესობა, რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება იყო. მიღებული მეოთხე გოლი თამაშში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მას შემდეგ მობილიზება ვეღარ მოვახერხეთ. ვეცდებით, რომ შემდეგ წელს შედეგი გავაუმჯობესოთ.“
გიგა გიგაური, არმია: „ძალიან დაძაბული ფინალი იყო. შემოსავლების სამსახურმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ ალბათ უფრო მეტად დავიხარჯეთ. კარში ხშირად ვურტყამდით, ამან შედეგი გამოიღო და გავიმარჯვეთ კიდეც. ასეთი ჩემპიონატების არსებობა ძალიან სასიხარულოა. ჩვენს ქვეყანაში სპორტის პოპულარიზებას უწყობს ხელს და უფრო მეგობრულ გარემოს ქმნის.“
ოქროს ლიგა არმიის სადებიუტო გამარჯვებით დასრულდა და 2019/20 წ.წ. სეზონზე კვლავ განახლდება.