არმია ოქროს ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2019

არმია ოქროს ლიგის ჩემპიონია!

ოქროს ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის გამარჯვებული არმია გახდა!

ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. არმია ფინალში შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:3 იმარჯვა. RS მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო. პირველმა ტაიმმა „ძალოვნების“ უპირატესობით ჩაიარა. თამაშის განახლებიდან მისი მეტოქე უფრო გააქტიურდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სამი ბურთის გაქვითვა შეძლო. არმიის მხრიდან მეტოქის კარის მეოთხედ აღება თამაშში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ოქროს ლიგის გამარჯვებულის რიგებიდან ორ-ორი გოლი შმაგი ჭოხონელიძისა და მინდია კოპალეიშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიგა ბერაია, არმია: „დღეს მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ. ბევრი ვიმოძრავეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ტიტულიც მოვიპოვეთ. ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით. ჩემს გუნდს მიღწეულ შედეგს და სეზონის ამგვარ დასასრულს ვულოცავ. რაც შეეხება RS-ს, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებთ. მომავალ წელს ისევ ამ ლიგაში თამაშს ვაპირებთ და შემდეგში თუ შევძლებთ უფრო მაღალ რანგზე გადასვლას, კარგი იქნება.“



  © SBM, 2016-2024