საკვალიფიკაციო ლიგის ლიდერი ფარვანასთან დამარცხდა!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2019

საკვალიფიკაციო ლიგის ლიდერი ფარვანასთან დამარცხდა!

საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტური საინტერესო და დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს ბეთლაივი და ჰუავეი დაუპირისპირდა. „ბუკმეიკერები“ ოცდამეშვიდე წუთზე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ. დარჩენილ დროში მათ წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმენს, თუმცა თამაშის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე ბექა ტოროშელიძეს გოლით ანგარიში 3:2 გახდა და ჰუავეიმ გამარჯვება მოიპოვა.

ქვიქ ტესტსა და ფარვანას შორის გამართული შეხვედა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ფარვანამ მეტოქეს 5:2 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დააკარგვინა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით ისააკ სააკიანი გამოირჩა. გიორგი სიგუამ ორი გოლის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ქვიქ ტესტმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტური 9 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024