სფფ-მ სუპერლიგის პირველ ნახევარფინალში იმარჯვა!
ყველა სიახლესუპერლიგაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნატახტარის დაპირპსირებით დასრულდა. სფფ მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში გლდანთან დამარცხდა, რითაც წყვილში წონასწორობა აღდგა და ნატახტარის მეტოქე საბოლოოდ პენალტების სერიაში გამოვლინდა.
სფფ-მ პლეი-ოფის პირველ მატჩში ნატახტარს დიდი ანგარიშით 8:2 სძლია და ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. პირველ ტაიმში ფედერაციის გუნდმა ორბურთანი უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის სცენარიც ბოლომდე მათი კარნახით წარიმართა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკითა და ერთი საგოლე გადაცემით დავით მუჯირი გამოირჩა, დუბლი კი გივი კვარაცხელიამ გაიფორმა. ლევან კახობერაშვილმა მეტოქეს ორი ბურთი გაუქვითა, თუმცა სხვაობის მეტად შემცირება ვეღარ მოხერხდა.
სუპერლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში პსპ - საქართველოს ფოსტას, სფფ კი ნატახტარს 16 ივნისს დაუპირსპირდება.
დღეს ასევე საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტური დასრულდება. ოქროს ლიგაში კი, არმიასა და შემოსავლების სამსახურს შორის ფინალური ბრძოლა გაიმართება.