GSE და BOG ბრინჯაოს ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებენ!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2019

GSE და BOG ბრინჯაოს ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებენ!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. გუნდებმა ნახევრფინალის საპასუხო მატჩი ჩაატარეს, რის შემდეგაც ფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა. რეგულარული სეზონის გამრჯვებული McGill სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდთან გამართულ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა, ამჯერად ანგარიშით 6:2 და ჩემპიონატს გამოეთიშა. პირველი ფინალისტის, GSE-ის რიგებიდან ორი გოლით გოგიტა ჩუბინიძე გამოირჩა.

პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში ICR საქართველოს ბანკს დაუპირისპირდა. მათი პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. დაძაბული ნახევარფინალი კი ამჯერად „ბანკირების“ სასარგებლოდ წარიმართა და მათ ანგარიშით 2:0 იმარჯვეს. შეხვედრის პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. მატჩის ბოლო ათ წუთში კი საქართველოს ბანკმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და თასისთვის GSE-ს გაეჯიბრება.

ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა ვერცხლის ლიგაში აჭარაბეთისა და კრედოს წყვილმაც გამართა. „ბუკმეიკერებმა“ პირველ მატჩში 4:1 მარცხის შემდეგ დიდი ანგარიშით, 6:1 იმარჯვეს და წონასწორობა აღადგინეს. გატანილი გოლებიდან სამი თორნიკე ტურავას, ორი კი, გუგა ქოჩიაშვილის ანგარიშზეა. ფინალისტის გამოსავლენად შვიდმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც „ბანკირებმა“ 3:2 იმარჯვეს.

შესაბამისად, ბრინჯაოს ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს GSE და საქართველოს ბანკი დაუპირსპირდებიან. ვერცხლის ლიგაში კი კრედო თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც 9 ივნისს, კროკობეთსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს შორის გამოვლნდება.



  © SBM, 2016-2024