ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიმდინარეობს!

ყველა სიახლე
26 მაისი 2019

ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიმდინარეობს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მორიგი მატჩები მიმდინარეობს. სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. მეოთხე ტურის შეხვედრაში ლიდერბეთი მაჯორელს დაუპირისპირდა. „ბუკმეიკერები“ პირველ ტაიმში ლევან სვანიძემ დააწინაურა. მოპოვებული უპირატესობა კი თამაშის დასრულებამდე კონსტანტინე ქარქაშიძემ ორამდე გაზარდა. ლიდერბეთმა კარის მშრალად შენახვა შეძლო და მეტოქეს 2:0 სძლია.

ტურის სასტარტო მატჩში კავკასუს ავტოიმპორტის გუნდი სალიზინგო კომპანიას შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით 7:3 იმარჯვა. CAI-ის რიგებიდან ლაშა ჯოხაძემ ოთხი გოლი გაიტანა, ნიკა ენუქიძემ კი დუბლი გაიფორმა. GLC-ის მხრიდან ორი ბურთი დავით წინწკალაძის ანგარიშზეა.

საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ბეთლაივი - ჰუავეისა და ქვიქ ტესტი - ფარვანას შორის 2 ივნისს გაიმართება.

ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალური მატჩების პირველ შეხვედრებში ერთმანეთს McGill GSE და ICR საქართველოს ბანკი დაუპირისპირდებიან. დღეს ასევე ფინალითვის ბრძოლას სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები დაიწყებენ.



  © SBM, 2016-2024