CAI-მ სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა!

ყველა სიახლე
19 მაისი 2019

CAI-მ სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა!

საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის ბოლო ორი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს კავკასიის ავტოიმპორტის გუნდი და ჰუავეი დაუპირისპირდა. CAI-მ პირველივე ტაიმში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა. სცენარი არც დარჩენილ დროში შეცვლილა და მატჩი საბოლოოდ 11:2 მათ სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ნიკა ენუქიძემ პოკერი გაიფორმა, ლაშა ემუხვარმა კი ექვსი გოლი გაიტანა. ამ შედეგით CAI-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.

ტურის სხვა შეხვედრაში ფარვანამ სალიზინგო კომპანიის გუნდს დიდი ანგარიშით 9:1 სძლია და პირველი გამარჯვება მოიპოვა. სალიზინგო კომპანიამ ერთადერთი გოლი თამაშის დაწყებისას, მეოთხე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი, სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა. მატჩში სამი გატანილი გოლით ისააკ სააკიანი გამოირჩა, მარტინ აროიანისა და ზოგრაბ დარბინიანის ანგარიშზე კი ორ-ორი ბურთია.

საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები 26 მაისს დაიწყება და 2 ივნისს დასრულდება.



  © SBM, 2016-2024