ლიგის თასის ნახევარფინალი: არმია vs გლდანი, პატრული vs TTC

ყველა სიახლე
19 მაისი 2019

ლიგის თასის ნახევარფინალი: არმია vs გლდანი, პატრული vs TTC

SBM ლიგის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. დასკვნით მატჩში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი საქართველოს ფოსტას შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა. პირვლმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე კი ბექა ბუსხრიკიძემ  გუნდის დაწინაურება შეძლო.

დაძაბული გამოდგა გლდანისა და აჭარაბეთის დაპირისპირება. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე კახაბერ ალადაშვილმა გაიტანა. მცდელობების მიუხედავად „ბუკმეიკერებმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს, 1:0 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

კახაბერ ალადაშვილი, გლდანი: „ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. ჩვენთან შედარებით ახალგაზრდები არიან და უფრო სწრაფად მოძრაობდნენ. ძალები თანაბარი იყო, მაგრამ მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება. აჭარაბეთს წარმატებებს ვუსურვებ. შემდეგ ეტაპზე არმიას ვხვდებით, რომელიც კარგად არის დაკომპლექტებული და პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს. დაძაბული მატჩი იქნება და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.“

თასის გათამაშების ფინალში მოსახვედრად არმია გლდანს, პატრული კი TTC-ს გაეჯიბრება. ნახევარფინალური შეხვედრები 9 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024