საკვალიფიკაციო ლიგაში ქვიქ ტესტი უდანაკარგოა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ერთმანეთს ლიდერბეთი და ბეთლაივი დაუპირისპირდნენ. „ბუკმეიკერთა დერბიში“ ანგარიში ოთარ წიკლაურმა გახსნა, მაგრამ ლიდერბეთმა წონასწორობა მალევე აღადგინა და სამი ბურთით წინ გავიდა. მატჩი საბოლოოდ 4:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით ლევან პავლიაშვილი გამოირჩა.
მესამე ტურის სასტარტო შეხვედრაში ქვიქ ტესტი მაჯორელს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ნიკოლოზ თბილელმა გუნდის დაწინაურება მეცხრე წუთზე შეძლო, თუმცა გიორგი სიგუამ მას ხუთი გოლით უპასუხა. დარჩენილ დროში მაჯორელმა სხვაობის შემცირება მხოლოდ გურამ შანიძის ერთი გოლით მოახერხა. ამ დროისთვის ქვიქ ტესტს სამივე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ტურის სხვა შეხვედრებიც დღეს გაიმართება. ერთმანეთს ფარვანა და სალიზინგო კომპანია დაუპირისპირდებიან. დასკვნით მატჩში კავკასიის ავტოიმპორტის გუნდი, რომელსაც ქვიქ ტესტის მსგავსად ჯერ წაგება არ აქვს, ჰუავეის გაეჯიბრება და ცხრილში პირველი ადგილის დაბრუნებისთვის იბრძოლებს.