თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი ფინალისტია!

ყველა სიახლე
17 მაისი 2019

თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი ფინალისტია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ერთმანეთს უმაღლესისა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები უპირისპირდებიან. პირველ მატჩში მაყურებელმა „საუნივერსიტეტო დერბი“ იხილა, რომელიც თსუ-სა და ილიაუნის შორის გაიმართა. თსუ-მ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპრატესობა მოიპოვა და თამაშის დასრულებამდე იგი ოთხამდე გაზარდა. შეხვედრა საბოლოოდ 4:0 დასრულდა და თსუმ ფინალის საგზური მოიპოვა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

შაკო კაპანაძე, თსუ: „მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს ვიცნობთ და ჩვენთვის ილიაუნის ასეთი თამაშის სტილი მოულოდნელი არ ყოფილა. სანახაობრივი შეხვედრა იყო.  მეტოქეს ალბათ უფრო გამოცდილებით ვაჯობეთ, რადგან მონდომება მათაც ნამდვილად არ აკლდათ. ჩვენი ფინალური მეტოქე თელასი ან პსპ იქნება. ვფიქრობ, რომ თელასი მეტოქის დამარცხებას ჩვენსავით გამოცდილებით შეძლებს და სწორედ მათ შევხვდებით. ფინალში კარგი და დაძაბული დაპირისპირება გველის.“

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში პსპ თელასს გაეჯიბრება და მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდება.



  © SBM, 2016-2024