ვერცხლის ლიგის ნახევარფინალები 26 მაისს გაიმართება!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრების დასკვნით მატჩში აჭარაბეთი ენერგო-პროს დაუპირისპირდა და 4:0 მოიგო. გუნდი პირველივე წუთებზე თორნიკე კვიტატიანმა დააწინაურა, რასაც ალექსანდრე ღვინიაშვილის დუბლი მოჰყვა, შეხვედრას კი წერტილი გუგა ქოჩიაშვილმა დაუსვა. აჭარაბეთმა პირველ მატჩშიც იმარჯვა, ანგარიშით 3:1 და ფინალში გასასვლელად კრედოს გაეჯიბრება.
ნახევარფინალში სფფ-ს მეტოქის ვინაობა კროკობეთსა და ავერსს შორის გაირკვა. დაძაბული მატჩი წყვილის პირველი მეოთხედფინალის სცენარით წარიმართა. სახიფათო მომენტების მიუხედავად „ბუკმეიკერებმა“ კარის მშრალად შენახვა შეძლეს და მეტოქეს კვლავ 2:0 სძლიეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ჩხეიძე, კროკობეთი: „დაძაბული მეოთხედფინალები გამოვიდა. ორივე მატჩში შევძელით, რომ გოლი არ გაგვეშვა. ავერსი ძალიან კარგი გუნდია. გამარჯვების მოპოვებაში ალბათ ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანობა და მონდომება დაგვეხმარა. შემდეგ ეტაპზე ჩვენი მეტოქე სფფ-ა და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.“
ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში მაყურებელი კროკობეთი სფფ-სა და კრედო აჭარაბეთის დაპირისპირებას იხილავს, რომელიც 26 მაისს გაიმრთება.