სუპერლიგის ნახევარფინალში პსპ ფოსტას შეხვდება!
ყველა სიახლესუპერლიგაში მეოთხედფინალების სამი განმეორებითი შეხვედრა ჩატარდა. მესამე მატჩში ერთმანეთს პსპ და ტვ იმედი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის მეთერთმეტე წუთზე „ფარმაცევტები“ დაწინაურდნენ, მაგრამ მიღებულ გოლს ერეკლე ხაჭვიანმა დუბლით უპასუხა. დარჩენილ დროში რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, პსპ-მ სამი გოლის გატანა შეძლო, 4:2 იმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი გოლი ნიკოლოზ კოპლატაძის ანგარიშზეა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა საქართველოს ფოსტასთან ითამაშა. TTC-მ პირველი მატჩი 2:0 წააგო. დღეს კი პენალტების სერიასთან ახლოს იყო, თუმცა მეტოქემ წონასწორობის შენარჩუნება შეძლო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად, სუპერლიგის ნახევარფინალში საქართველოს ფოსტა გავიდა.
მეოთხედფინალის სხვა შეხვედრაში ნატახტარი ვითიბის დაუპირსპირდა. დაძაბული და საინტრესო მატჩი ნატახტარის გამარჯვებით 3:2 დამთავრდა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. „ბანკირები“ ორი ბურთის გაქვითვის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოახერხეს. წყვილის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ამ მარცხის შემდეგ კი ვითიბი ჩემპიონატს გამოეთიშა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან სარდანაშვილი, პსპ: „მეტოქე ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა. პირველი დაპირისპირება ფრედ 2:2 დავასრულეთ და ახლა მეტი კონცენტრაცია გვმართებდა. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები გვქონდა, რის გამოც, თავიდან თამაშში ვერ ჩავერთეთ. მეორე ტაიმში უფრო მოვბილიზდით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.“
ლაშა თურმანიძე, ნატახტარი: „დღევანდელ შეხვედრაში ბევრი ვიბრძოლეთ და ის შრომა, რაც გავწიეთ, დაგვიფასდა. ვითიბიმ ძალიან კარგად ითამაშა - ყველა კომბინაცია დაგეგმილი და დამუშავებული ჰქონდათ. დღეს მეტოქესთან შედარებით მეტი მომენტის გამოყენება შევძელით და შემდეგ ეტაპზე ამის ხარჯზე გავედით.“
სუპერლიგის ნახევარფინალში საქართველოს ფოსტა პსპ-ს დაუპირისპირდება. ნატახტარის მოწინააღმდეგე კი ცნობილი გლდანისა და სფფ-ს განმეორებითი მატჩის შემდეგ გახდება.