კრედო და GFF ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ!
ყველა სიახლევერცხლის ლიგაში მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები მიმდინარეობს. „ბანკირების დერბიში“ ერთმანეთს კრედო და ლიბერთი დაუპირისპირდნენ. კრედო მატჩის მეოთხე წუთზევე დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლიბერთიმ კიდევ ორი გოლი მიიღო და წინა შეხვედრის მსგავსად 3:1 დამარცხდა. შესაბამისად, ნახევარფინალში კრედო ბანკი გავიდა.
განმეორებითი შეხვედრების სასტარტო მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ევროპაბეთს დაუპირისპიდა. ძირითად დროში „ბუკმეიკერებმა“ 9:0 წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ რევანში აიღეს და 7:3 იმარჯვეს. ევროპაბეთის მხრიდან დუბლი მიხეილ ლობჟანიძემ, გიორგი ლუკავამ და რევაზ ბუგიანიშვილმა გაიფორმეს. სფფ-ს მხრიდან კი ორი გოლი გიორგი რევაზიშვილის ანგარიშზეა. წყვილში ნახევარფინალისტის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც სფფ-მ მეტოქეს 9-8 სძლია და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე ხარშილაძე, კრედო: „მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ორივე მეოთხედფინალურ შეხვედრაში დავამარცხეთ, ჩვენთვის იოლი მოწინააღმდეგე არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგია მეორე ნომრად თამაში იყო, რაც კარგად გამოგვდის. მთელმა გუნდმა ვიბრძოლეთ და შემდეგ ეტაპზეც გადავედით. ლიბერთი კარგი გუნდია და შემდეგი სეზონისთვის წარმატებებს ვუსურვებ.“
გიორგი რევაზიშვილი, სფფ: „მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელმა ორი მატჩის ჯამში ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. პირველ შეხვედრაში ბევრად მობილიზირებულები ვიყავით. დღეს ოთხი ტრავმირებული თანაგუნდელი გვაკლდა, ორ მოთამაშეს კი პრობლემები ჰქონდა. ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა, რადაგან ელემენტარულად გადაადგილებაც გვიჭირდა. საბედნიეროდ, პირველი მატჩი მოგებული გვქონდა და ნახევარფინალისტი პენალტების სერიაში გამოვლინდა. ჩვენი მეტოქე კროკობეთი ან ავერსი იქნება - ორივე მათგანი ძალიან ძლიერი გუნდია და წინ კარგი დაპირისპირება გველის.“
დღის ბოლოს ვერცხლის ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილი გახდება. დარჩენილ ორ შეხვედრაში კროკობეთი ავერსს დაუპირისპირდება, აჭარაბეთი კი ენრგო-პროს.