საკვალიფიკაციო ლიგაში ქვიქ ტესტი გალიდერდა!

ყველა სიახლე
12 მაისი 2019

საკვალიფიკაციო ლიგაში ქვიქ ტესტი გალიდერდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მატჩები მიმდინარეობს. სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში  ერთმანეთს ქვიქ  ტესტი და ლიდერბეთი დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი თავიდანვე ქვიქ ტესტის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მეტოქეს 4:1 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით ავთანდილ ბაგაშვილი გამოირჩა. "ბუკმეიკერთა" მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა ლევან სვანიძემ შეძლო.

სალიზინგო კომპანიასა და მაჯორელს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ნიკოლოზ თბილელის დუბლით მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა სალიზინგო კომპანიამ პირველივე ტაიმში აღმოფხვრა და წინაც გავიდა. მატჩის დასრულებამდე კი მაჯორელმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ივანე ძოძუაშვილი, ლიდერბეთი: „დაძაბული მატჩი გამოვიდა. თანაბარი ბრძოლა იყო. სწრაფი გოლი მივიღეთ, მაგრამ წონასწორობის აღდგენა მაინც შევძელით. შემდეგ უკვე ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენთ და ალბათ ამის ბრალია, რომ დავმარცხდით. ცოტა მეტად გამართლების შემხთხვევაში ამ თამაშს ფრედ მაინც დავასრლებდით.“

სატურნირო ცხრილს მეორე ტურის შემდეგ ექვსი ქულით ქვიქტესტი  ლიდერობს. საკვალიფინაციო ლიგის მესამე ტური 19 მაისს გაიმართება.

დღის განმავლობაში გაირკვევა ვერცხლის ლიგის ყველა და სუპერლიგის სამი ნახევარფინალისტის ვინაობა.



  © SBM, 2016-2024