ლიგის თასის ყველა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის მერვედფინალური ეტაპი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდისა და გლდანის დაპირსპირებით დასრულდა. შოთა უშარაულმა და გიორგი დვალმა პირველივე ტაიმში შეძლეს ორ-ორი გოლის გატანა, რითაც გლდანმა დამაჯარებელი უპირატესობა მოიპოვა. სფფ-ს მხრიდან მიღებულ გოლებს ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლით უპასუხა. მატჩი საბოლოოდ გლდანის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მეოთხედფინალში მათი მეტოქე აჭარაბეთი იქნება.
მერვედფინალის სხვა შეხვედრაში შემოსავლების სამსახური კროკობეთს დაუპირსპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. მეორე ნახევარში RS-ის დაწინაურება გია ნინოშვილმა და ლაშა ტერაშვილმა შეძლეს. “ბუკმეიკერთა“ რიგებიდან ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი კუხალაშვილია. ლიგის თასის შემდეგ ეტაპზე RS არმიას დაუპირსპირდება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
შოთა უშარაული, გლდანი: „სფფ-სთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, რადგან ჩვენი ლიგის გუნდია. მათთან ბოლო მატჩში დავმარცხდით და მას შემდეგ ჩვენი შეცდოები გავაანალიზეთ, რაც დღეს გამარჯვებაში დაგვეხმარა. მეოთხედფინალში აჭარაბეთს ვუპირისპირდებით. მეტოქეზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ქვედა დივიზიონის გუნდია, მაგრამ მოდუნებას არ ვაპირებთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.“
გია ნინოშვილი, RS: “კარგი მეტოქე გვყავდა. პირველ ტაიმში მცდელობების მიუხედავად გოლის გატანა ვერ შევძელით. საბედნიეროდ, გამარჯვების მოპოვება მაინც მოვახერხეთ - ალბათ მეტი გამართლების ხარჯზე. შემდეგ ეტაპზე არმიას ვხვდებით, რომელიც სკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად ძალებს არ დავიშურებთ.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ყველა მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა უკვე ცნობილია. 19 მაისს ერთმანეთს გლდანი-აჭარაბეთი, RS-არმია, ნატახტარი-პატრული და საქართველოს ფოსტა-TTC დაუპირისპირდებიან.